უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

კობახიძე ენმ-ზე: უკრაინაში ომის ხილვა სურთ, ესეც არ აკმაყოფილებთ, საქართველოშიც უნდათ

რეზოლუცია, მისი ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა, რაც ყოველთვის აისახება ხოლმე, მათ შორის, შესაბამის ტექსტებში. 

რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ჰყოფნით, უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და, მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაიანზე ქართული ოცნების რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.

კომენტარები