უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ბოკერია რეზოლუციაზე: როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი აგრესიის მსხვერპლს მხარს არ უჭერ

ივანიშვილის რეჟიმის საქციელი არის დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი მხარს არ უჭერ იმას, ვინც არის აგრესიის მსხვერპლი. ეს რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, ეს რეზოლუცია არის რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ქონდეთ, როდესაც რეზოლუციაში აგრესორს არ აცხადებ, შემდეგ რა აბსურდული არგუმენტიც არ უნდა მოიყვანო მაინც ამ სამარცხვინო მდგომარეობაში დარჩები, რაშიც ჩაგვაყენა ივანიშვილის რეჟიმმა.

ჩვენი ევროპული საქართველოს ამოცანა მაშინ, როდესაც აქცია გავმართეთ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რომელსაც ძალიან კარგი გაშუქება ქონდა უკრაინაშიც და საერთაშორისო ასპარეზზე, იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ეს მთავრობა არის დიდი გაუგებრობა და ის არ წარმოადგენს
ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, ეს ხალხი გვერდში გვედგა ჩვენი გასაჭირის დროს და პრაგმატულად ჩვენი ინტერესია უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ არ გამიკვირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი მძიმე განცხადება.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.

26 იანვარს, ევროპულმა საქართველომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართა, რის გამოც რუსეთმა საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.

კომენტარები