მე-10 მოწვევის პარლამენტი

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე ენმ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili / Facebook

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე". 

"პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები