ტყიბული

პაპუაშვილი ტყიბულზე: დაწყებულია გამოიება, იმედი მაქვს, მალე დადგინდება ყველა გარემოება

მსურს, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს, რომ მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. აფეთქება გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები