ტყიბული

ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა – გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება მოხდა. როგორც ტაბულას ტყიბულის კლინიკის ექიმმა, იური ელიაშვილმა უთხრა, კლინიკაში შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. მისივე თქმით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ტყიბულის მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ აფეთქების შესახებ დეტალებს აზუსტებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტაბულა მომხდარის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა შრომის ინსპექციასაც, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები