დროა

დროა: ხვალ, 15:00-ზე, პარლამენტთან გპატიჟებთ უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებაზე ხელმოსაწერად

"ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, რათა ხელი მოვაწეროთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადება", - წერს პოლიტიკური პარტია დროა, რომელმაც დღეს, 27 იანვარს, პეტიცია გაავრცელა, რომელსაც უკვე 1 525 ხელმომწერი ჰყავს.

პარტია მოქალაქეებს სთავაზობს, რომ "საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას".

"რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ასახვა საპარლამენტო რეზოლუციაში, ვერ გაბედა ტექსტში რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამნაშავის, ხსენება, ჩვენ, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას.

გელოდებით ყველას პარლამენტის წინ, ვაჩვენოთ უკრაინას ჩვენი მკაფიო და ურყევი სოლიდარობა!", - წერს დროა.

კომენტარები