აქაც საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და თუკი ნება იქნებოდა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ის, რაც ხელისუფლებამ შეიტანა ტექსტში, რა თქმა უნდა, მთავარი პათოსი იყო ის, ჩვენი მხრიდან პოზიციაა, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ამ ყველაფერზე საუბარია ტექსტში - სუვერენიტეტზე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების და ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია
ზალკალიანი: რეზოლუციის მთავარი პათოსია, რომ ყველაფერი გაკეთდეს ომის თავიდან ასაცილებლად
tbl.ge/5ub2
დაკოპირდა

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილ რეზოლუციაზე, სადაც რუსეთი ნახსენები არაა.
დავით ზალკალიანისაგარეო საქმეთა მინისტრიუკრაინა-საქართველოუკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი უკრაინაზე: ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი
- "ცარიელი ქაღალდია" – ჰოჯესი საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე
- ბოკერია რეზოლუციაზე: როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი აგრესიის მსხვერპლს მხარს არ უჭერ
- ვოლსკი: ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას
- კობახიძე ენმ-ზე: უკრაინაში ომის ხილვა სურთ, ესეც არ აკმაყოფილებთ, საქართველოშიც უნდათ