უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ზოგი ოპოზიციონერი, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა, ფორმებზე ფიქრობს 

უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუცია, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რა შეიძლება ფართო კონსესუსით მიღწეული და სწორედ ამის მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ ერთმანეთთან კონსულტაცია, თუმცა სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა. ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და ასეთ რეზოლუციებშიც ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე საქართველოს თუ უკრაინის უსაფრთხების საკითხებს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მათ მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

კომენტარები