უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

კობახიძე: მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არასწორია, რეზოლუციაში ყველაფერია

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ამის გამო, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ბუნებრივია, ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ზუსტად ამას ეხება ეს რეზოლუცია.

რაც შეეხება იქ სიტყვებზე გამოკიდებას, ეს არის ცალსახა სპეკულაცია. მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არის არასწორი იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი. საქმე ეხება ესკალაციის საფრთხეს, საქმე ეხება ასევე იმას, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების შესახებ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში. მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მათ მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

კომენტარები