ევროპული საქართველო

ბოკერია: უკრაინელი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას, მთავრობა მსოფლიოს დასანახად თავს გვჭრის

ჩვენ ვართ დღეს აქ იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას. ამ ადამიანებმა, ამ საზოგადოებამ ყველას, მთელ მსოფლიოს და ჩვენ გვაჩვენა, როგორ უნდა თანმიმდევრული და თავდადებული ბრძოლა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მოღალატეებთან, როცა ეს საჭირო იყო მაიდანზე, ახლა გარე მტერთან, ამიტომ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემს, ავტომატურად, ინსტიქტურად, ყოველთვის მხარს უჭერს იმას, ვის თავისუფლებასაც ბოროტება საფრთხეს უქმნის, და დღეს უკრაინაა ამ განსაცდელის ქვეშ.

მაგრამ მეორე მოტივი, გარდა იმისა, რომ პირდაპირ, პრაგმატულად მიბმულია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავისუფლების ბედი უკრაინის ბედთან, მთავარი მოტივი ჩემთვის პირადად აქ მოსვლის, და ყველასთვის უნდა იყოს ამ დღეებში სირცხვილის გრძნობა, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მთელი მსოფლიოს დასანახად თავს გვჭრის, გვარცხვენს, ეს სირცხვილი დიდი ხანი გაგვვყვება სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვანაირი ხელისუფლება ჰყოლია ამ ქვეყანას, მაგრამ ასეთი სამარცხვინო არც ერთი არ ყოფილა.

ამიტომ ჩვენი ვალია, აქაც, დღეს ვთქვათ ხმამაღლა და მერე ვიმოქმედოთ, რომ ეს სამარცხვინო ამბავი დავასრულოთ სწრაფად, ვუთხრათ როგორც მოყვარეს, უკრაინელ საზოგადოებას, ისე მტერს, პუტინის რუსეთს, რომ ეს არის გაუგებრობა, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში და ეს გაუგებრობა ძალიან გაიწელა, ამ გაუგებრობას სჭირდება დასრულება, გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას და თავისუფალ საქართველოს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები