უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

დეკანოიძე რეზოლუციაზე: თანაინიციატორი ვერ ვიქნებით, მაგრამ კომიტეტზე შენიშვნებს წარვადგენთ

მიმაჩნდა, რომ უკრაინის თემა ის საკითხია, რომელზეც პარტიული განსხვავებები უნდა დაგვევიწყებინა და ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია წარგვედგინა. ვიმუშავეთ ბევრი, წარვადგინეთ ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ დილას შენთანხმებული ვერსიიდან საერთოდ გაქრა "რუსეთის ფედერაცია". ჩვენი ფრაქცია ამ რეზოლუციის თანაინიციატორი ვერ იქნება, მაგრამ კომიტეტზე ჩვენ შენიშვნებს წარვადგენთ.

თქვა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ხატია დეკანოიძემ. მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდაქართული ოცნების მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც მედიას პარტიის თავმჯფდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო, რუსეთი ნახსენები არაა. მისივე ცნობით, მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლომდე დაინიცირდება.

კომენტარები