უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

კანდელაკი: რეზოლუცია არის სიტუაციის შეუსაბამო, იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება

და რომც დაეთანხმონ ქოცები იმ რეზოლუციას, საქართველო უკრაინის საკითხზე რუსეთის სატელივით რომ იქცევა რამენაირად შეიცვლება? რატომ აძლევთ ქოცებს მუშაობის იმიტაციის შესაძლებლობას - პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს თავი რომც დავანებოთ?

ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, ერთადერთი საზომი რამის კეთებისა იქნება მხოლოდ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის დონეზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ჩასვლას კიევში არამედ, პირველ რიგში, სწორედ ამ დონეზე უკრაინის ხელმძღვანელობასთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივ მოქმედებას. სწორედ ამგვარი მოქმედება ჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის იმიტომაც რომ რუსეთის მოთხოვნები საქართველოსაც ეხება.

ამიტომ, ეს რეზოლუცია ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. დღეს მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, სადაც რუსეთი ნახსენები არაა.

კომენტარები