Disney

პიტერ დინკლიჯი DISNEY-ს ფიფქია და შვიდი ჯუჯის ახალი ვერსიის გადაღებისთვის აკრიტიკებს

Game of Thrones-ის მსახიობმა, პიტერ დინკლიჯმა, Disney-ს მიერ ფიფქია და შვიდი ჯუჯის ახალი ვერსიის გადაღების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ამას ჩამორჩენილობა უწოდა.

კომპანიამ 1937 წელს გადაღებული ანიმაციის ახალი ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა, სადაც ფიფქიას როლს რეიჩელ ზეგლერი შეასრულებს, ხოლო ბოროტი დედოფლის - გალ გადო.

"ცოტათი გაოგნებული ვიყავი, როდესაც ისინი ძალიან ამაყები იყვნენ ფიფქიას როლზე ლათინური წარმომავლობის მსახიობის დამტკიცებით. თქვენ კვლავ ყვებით ისტორიას ფიფქიასა და შვიდი ჯუჯის შესახებ. შორიდან შეხედეთ ამას და ნახეთ, რას აკეთებთ. ეს აბსურდია ჩემთვის. ერთი მხრივ პროგრესულები ხართ, მაგრამ კვლავ იღებთ ისტორიაზე, სადაც შვიდი ჯუჯა ერთად ცხოვრობს გამოქვაბულში. რას აკეთებთ? არაფერი გამიკეთებია ჩემი კოლოფიდან იმისთვის, რათა გამეძლიერებინა საერთო საქმე? ვგონებ, არ ვარ საკმარისად ხმამაღალი", - თქვა დინკლიჯმა.

მსახიობის თქმით, Disney-ს შეუძლია კვლავ გადაიღოს ფიფქია და შვიდი ჯუჯა, მაგრამ ის დღევანდელ სტანდარტებს უნდა შეუსაბამოს.

კომპანიამ პიტერ დინკლიჯის კრიტიკას უპასუხა, სადაც ამბობენ, რომ ფილმის მიზანია ჰქონდეს სხვანაირი მიდგომა ამ შვიდ პერსონაჟთან, რათა თავიდან აიცილოს სტერეოტიპების კიდევ უფრო გაძლიერება.

კომენტარები