Disney

ისტორიაში პირველად DISNEY-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ქალი იქნება

Variety

2022 წლის პირველი იანვრიდან კინოსტუდია Disney-ს დირექტორთა საბჭოს სიუზან არნოლდი უხელმძღვანელებს. კომპანიის 98-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩვენი აქციონერების ინტერესები ისევ ისე დაცული იყოს, როგორც აქამდე. ასევე, ახლოს ვითანამშრომლებ გენერალურ დირექტორთან, ბობ ჩაპეკთან".

არნოლდი 14 წელია დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრია. პარალელურად ეჭრა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი საინვესტიციო ფირმაში Carlyle. 2007-2009 წლებში მეთაურობდა Procter & Gamble-ის უცხოეთის გაყიდვების განყოფილებას, 2008-2016 წლებში ასევე იყო McDonald's-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

არნოლდი პოსტზე ბობ აიგერს ჩაანაცვლებს, რომელიც გიგანტურ კინოსტუდიას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

წყარო: BBC

კომენტარები