Disney

კინოგაქირავების ისტორიაში პირველად DISNEY-ს პერსონაჟები ქართულად ამღერდნენ

Cavea

ენკანტო ქართული კინოგაქირავების ისტორიაში პირველი ანიმაციაა, რომლის პერსონაჟები ქართულად ამღერდნენ. 

ანიმაციის გახმოვანებაზე კომპანია Bravo Records-ის გუნდმა იმუშავა:

დუბლირების რეჟისორი: ნინა შადური

ხმის რეჟისორი: სანდრო მაზიაშვილი

მუსიკალური პროდიუსერი: ალეკო ბერძენიშვილი

სიმღერის ტექსტის ავტორი: მაკა აროშიძე

ფილმის ოფიციალური ქართულენოვანი საუნდტრეკი მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე არის ხელმისაწვდომი.

Encanto დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომლის მთავარი გმირები მთიანი კოლუმბიის ჯადოსნურ ვერსიაში ცხოვრობენ. მთავარი გმირი მირაბელი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც მაგიას არ ფლობს.

ენკანტოს ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები