კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უტესტოდ Covid-ბარათს ვერ აიღებენ 112-ზე დარეკვით – გინდა თუ არა, ვირუსი მაქვსო

ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და გინდა თუ არა, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო... აუცილებელია, რომ ადამიანს ტესტი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ 1-ელ დეკემბრამდე, ვისაც რაღაც მიზეზის გამო არ ჰქონდა ტესტი ან არ იძებნება მისი ტესტის პასუხი ელექტრონულ სისტემაში და ისინი აღრიცხულები იყვნენ 112-ში, ოჯახის ექიმების მიერ, ონლაინკლინიკებში ანუ მათზე სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, მათ შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იყვნენ მიმაგრებულები, ან ჩვენს ცენტრს შესაბამისი განცხადებით. ეს ყველა მონაცემი შეგროვდება და თუ ეს მათ უდასტურდება, მაშინ ისინი დარეგისტრირდებიან labcov.ge-ს პორტალზე

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV იმედის ეთერში ამბობს, რომ მისი განცხადება "სწორად არ იყო აღქმული, სამწუხაროდ. შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე".

მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თქვა - "პირი თუ არ არის გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე მას ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან ბაზაში მწვანე პასპორტისთვის და მოგზაურობისთვის". თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მწვანე სტატუსის მქონედ ჩაითვლებიან ის პირები, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ზე ტესტირების ელექტრონულ მოდელში.

კომენტარები