კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 11 039 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 17.28%-ია

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 63 875 ტესტი და დადასტურდა 11 039 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 199 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 17.28%, ბოლო 14 დღის - 11.98%, ხოლო ბოლო 7 დღის - 14.32%.

ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან თბილისში 6 027 გამოვლინდა, აჭარაში - 1 167, იმერეთში – 1 323, ქვემო ქართლში – 512, შიდა ქართლში – 475, გურიაში – 218, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 500, კახეთში – 366, მცხეთა-მთიანეთში – 203, სამცხე-ჯავახეთში – 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 70 423, საიდანაც 4 462 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 921 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 60 040 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 989, მათგან 275 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 041 749 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  956 627 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 673.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები