სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმე მოიგო. 

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია ფაშინიანის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. 

2010 წელს ფაშინიანმა სომხეთს 2008 წლის ანტისამთავრობო აქციის დარბევის შემდეგ მისი დაპატიმრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო უჩივლა. ფაშინიანს არ მოუთხოვია მატერიალური კომპენსაცია.

საქმეში 2018 წელს სახელმწიფოს წარმომადგენლად იეგიშე კირაკოსიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე მცირე ხნით პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. 

2009 წელს ფაშინიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის ბრალდებით თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა. იგი გაასამართლეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩართულობის გამო.

2011 წელს შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს, რომელიც ჩართული იყო 2008 წლის აქციების ჩახშობაში, ბრალი იმავე მუხლით წაუყენა. თუმცა ბრალდება სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და დღეს კოჩარიანი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია

კომენტარები