სომხეთის პოლიტიკა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში სდებენ ბრალს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი

ხუთშაბათს, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს 2008 წლის დემონსტრაციების ჩახშობის გამო ბრალი წარუდგინეს. დემონსტრაციების განმავლობაში მოკვდა ათი და დაზიანდა 200-ზე მეტი ადამიანი. 

კოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტი 1998-2008 წლებში იყო. მას შემდეგ, რაც სომხეთის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კოჩორიანის მოკავშირემ, სერჟ სარკსიანმა გაიმარჯვა. ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობები გამართა და ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. 

საგამოძიებო სამსახურის დასკვნით, კოჩარიანმა პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩასახშობად ჯარი გამოიყენა, რაც, მათი თქმით სომხეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც სამხედრო ძალების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს გულისხმობს. მათი მტკიცებით, კაჩორიანის გადაწყვეტილებამ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა გამოიწვია. 

 

კომენტარები