მექსიკა

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ადგილობრივ ფოტოჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავში ესროლეს, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. 

49 წლის ჟურნალისტი  მარგარიტო მარტინესი ათწლეულზე მეტია ტიხუანაში ადგილობრივი და საერთაშორისო მედია გამოცემებისთვის ფოტორეპორტიორად მუშაობდა და ძირითადად კრიმინალსა და ჯგუფური დანაშაულს აშუქებდა. 

კოლეგის განმარტებით, მარტინესი სარგებლობდა სახელმწიფო პროგრამით, რომელიც ჟურნალისტების სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მარტინესის პროგრამაში ჩაერთო, რადგან ემუქრებოდნენ. 

ნარკობანდების კონფლიქტების შედეგად ტიხუანა მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ქალაქად იქცა. ქალაქი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მდებარეობს.

მექსიკის შტატის, ქვემო კალიფორნიის ადამიანის უფლებათა კომისიამ დაგმო მარტინესის მკვლელობა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებზე ნებისმიერი თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას გამოხატვის თავისუფლებასა და საზოგადოების ინფორმირების უფლებაზე. 

წელს მარტინესი მეორე ჟურნალისტია, რომელიც მექსიკაში მოკლეს. გასულ კვირას სამხრეთ-აღმოსავლეთ ვერაკრუსის შტატში ხოსეა გამბოა გარდაცვლილი იპოვეს.

2000-დან 2021 წლამდე 145  ჟურნალისტის მკვლელობაა რეგისტრირებული, გასულ წელს 7 ჟურნალისტი მოკლეს. 

კომენტარები