ავარია

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 წლამდე ბავშვი, დაშავდა 4 ადამიანი, ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები