COVID-19

COVID-19-ის სამკურნალოდ ჯანმომ 2 ახალ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია

BBC

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია COVID-19-ის მკურნალობისთვის რეკომენდაციას  უწევს ორ ახალ პრეპარატს. რეკომენდებული მედიკამენტები რამდენ ადამიანს გადაარჩენენ, დამოკიდებულია მის გავრცელების მასშტაბსა და ხელმისაწვდომობაზე. 

პირველი წამალი ბარიკიტინიბი არის, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ბარიკიტინიბმა შეიძლება ჩაანაცვლოს ინტერლეიკინი-6-ს, რომელსაც რეკომენდაცია ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2021 წლის 6 ივლის გაუწია. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, სასურველია, მონოკლონური ანტისხეულების წამლის, სოტროვიმაბის გამოყენება  იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკი არსებობს - პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ხანდაზმულები, ან აქვთ იმუნოდეფიციტი, დიაბეტი, ჰიპერტენზია და სიმსუქნე ან არიან არავაქცინირებულნი.

ორი ახალი მედიკამენტი - ბარიკიტინიბი და სოტროვიმაბი - მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის პრეკვალიფიკაციის ცენტრმა დაამტკიცა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მედიკამენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით, წამლების ხარისხს, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას აკონტროლებს. 

კომენტარები