ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერებად ჰყავს განსხვავებული ადამიანები. მე ვცდილობ, რომ ჩემი კეთილი და მზრუნველი მიდგომებით ავუხსნა და არ მომწონს, როდესაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ დააკავებენ და ვიღაცა გამოვა თითქოს შენი გუნდის წევრი და აკრიტიკებს და აბრალებს შეკრულობას ქართულ ოცნებასთან. ეს არის ტრაგედია ჩემთვის. ასეთი ამომრჩეველი აბრკოლებს, აქტიური ადამიანი, რომელიც დიდწილად საქართველოშიც არ არის, სხვა პოტენციურ ამომრჩეველს, რომ გააქტიურდეს ჩვენი გუნდის ფარგლებში. არიან ოპოზიციაშიც თურმე ადამიანები, რომლებსაც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მიაჩნიათ შეკრულ ადამიანებად, პირობითად ვამბობ, ათი ადამიანი რომ წერს, უნდა განაზოგადო, ვალდებული ვარ ამაზე ველაპარაკო და დღესაც კი მქონდა საუბარი, არ არის ჩემო კარგო ასე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მელია: არ მომწონს, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ოცნებასთან შეკვრის დაბრალება, რადგან არ დააკავეს
tbl.ge/5trr
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.
12 იანვარს, ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ.
ამავე თემაზე
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აშშ-ში რესპუბლიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ
- სააკაშვილი: სუსი აპირებს ენმ-ს, ხაბეიშვილის დადანაშაულებას გადატრიალების მცდელობაში
- სოფო ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა
- ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა
- მელია: დავტოვე ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სწორი ღირებულებები დატოვა




