კორონავირუსი კანადაში

კანადაში აუცრელ მამას შვილის მონახულების უფლება დროებით შეეზღუდა

Getty Images

კანადაში, კვებეკის პროვინციაში აუცრელ მამას 12 წლის შვილის მონახულების უფლება დროებით შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამის ვიზიტები ბავშვის "საუკეთესო ინტერესებში" არ არის. მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მამამ სასამართლოს დღესასწაულების პერიოდში შეხვედრების დროის გახანგრძლივება სთხოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამას შვილის მონახულების უფლება თებერვლამდე შეეზღუდება. დღესასწაულების პერიოდში შეხვედრების დროის გახანგრძლივებას ბავშვის დედა ეწინააღმდეგებოდა. მან სასამართლოს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ბავშვის მამა აცრილი არ იყო და სასამართლოს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები აჩვენა, რომელშიც ბავშვის მამა ვაქცინაციას ეწინააღმდეგება. 

ბავშვის დედა პარტნიორთან და კიდევ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ბავშვები ასაკის გამო კორონავირუსზე აცრილები არ არიან.

მოსამართლის თქმით, კვებეკის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბავშვის საუკეთესო ინტერესებში არ არის, რომ მამასთან კონტაქტი ჰქონდეს.

კომენტარები