კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონის დეტალურად შესწავლილი 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა

სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია – ლაბორატორიულად. იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს, ყველა 1 009 არ არის შესწავლილი, შესწავლილია 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ომიკრონით ინფიიცრების ლაბორატორიულად დადასტურებული 1 009 შემთხვევაა. გამყრელიძის ვარაუდით, მიმდინარე კვირის ბოლოს, ომიკრონის შტამის ცირკულაცია 60%-მდე გაიზრდება.

კომენტარები