ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

მათიკაშვილი: დადასტურდა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პოლიტიკით დანაშაულის დაფარვა არ გამოუვათ

სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ცნო დამნაშავედ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც თაღლითობა ჰქვია. ასევე იყო არაერთგზის გაჟღერებული, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის პარტია ლელოს შექმნა იყო მცდელობა, რომ პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება. ნათელია, რომ დღეს ეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რეალურად ფიქციას წარმოადგენს პარტია ლელო და ხაზარაძისა და ჯაფარიძის მცდელობა, რომ პოლიტიკას ამოეფარონ და ამით დამალონ საკუთარი დანაშაული, მათ ეს არ გამოუვათ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

კომენტარები