ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე სასამართლოზე: სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა

ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ მთელმა საზოგადოებამ. ასეთი სასამართლოს, ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო მართლმსაჯულება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მართველობა ამ ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობით, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლობას ამ ქვეყანაში. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა და ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, სანამ ყველა მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. [...] როგორც ბადრიმ თქვა, გპირდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენთაგანში, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ, უნდა დავივიწყოთ მტრობა, გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო და საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული ქვეყანა.  

ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ ხაზარაზე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისაუბრა. ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ არ დააპატიმრებენ.  

კომენტარები