ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

წერეთელი: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის დაკავება პოლიტიკური პროცესისთვის სივრცეს არ დატოვებს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ან საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯს, ან კიდევ დატოვებს მისი გადარჩენის შანსს. მაგრამ აქ არ არის მხოლოდ სასამართლოში საქმე, თუკი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი, ფაქტორიც, რაც არის ქვეყნის რეპუტაცია, რაზეც ქართული ოცნება ნაკლებად ზრუნავს, მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ამგვარი გადაწყვეტილებების ფასი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, მაშინ, როდესაც სახეზეა მკვეთრი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საქართველო უნდა ცდილობდეს პროცესის სწორ მხარეს იყოს. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა. თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას 12 იანვარს გამოაცხადებს.

კომენტარები