აშშ-საქართველო

დეგნანი: ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე

ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე:

ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე".

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბოლო კვირის განმავლობაში მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებისა და რუსეთის მოქმედებების შესახებ გავრცელებული მიმართვისას.

კომენტარები