ევროპული საქართველო

ბოკერია: დავიწყეთ მასობრივი შეხვედრები, რომ თანამოაზრეები ჩავრთოთ პოლიტიკურ პროცესში

ჩვენ წინა წლის ბოლოს დავიწყეთ ჩვენი ხედვის განხორციელება, რომ ის ადამიანები, ვინც აქამდე პოლიტიკურ პროცესში ჩართულები არ იყვნენ, მაგრამ მეტნაკლებად ახლოს არიან იმ ღირებულებებთან, რაზეც დგას ევროპული საქართველო (ეს არის პერსონალური თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, კერძო საკუთრება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რეალური გარდაქმნა ქვეყნის), ეს ხალხი ჩავრთოთ პოლიტიკურ პროცესში. ამ მიზნით დავიწყეთ პროცესი მასობრივი შეხვედრების, არა ტელევიზიისთვის (ტელევიზიაში რამე ცუდი კი არ არის, კარგია, მაგრამ ამოცანა მყისიერ შედეგზე არ არის გათვლილი).

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს ესმოდეს, რომ უნდა დავამსხვრიოთ ის ცინიკური კულტურა, რაც დიდი ხანია დაინერგა, მაგრამ ივანიშვილმა გააღრმავა. რომ "საერთოდ პოლიტიკა არის სიბინძურე", "პოლიტიკური პარტიები მოდიან არჩევნების წინ, რომ ხმა უნდათ", "ხმები იყიდება და თუ ხმები იყიდება, ვინც მეტს გადამიხდის, იმას მივცემ", "ყველა მატყუარაა", რადგან დღითიდღე ხედავენ, რომ ყველა იტყუება.

რაც მთავარია, პირველი ამოცანა ამ ქვეყანაში არის ამ რეჟიმის შეცვლა მშვიდობიანი გზით, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრით, ევროპული საქართველოს აზრით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისას, იმ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, რაც უკვე ჩანს და რაც დარჩება, პოპულიზმს არ მიეცეს ხელახლა გასაქანი მისი დამარცხების შემდეგ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია TV პირველზე.

კომენტარები