ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა მოიგო და ავსტრალიაში დარჩება

ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა მოიგო და ავსტრალიაში Australia Open-ში მონაწილეობის მისაღებად დარჩება. აუცრელობის გამო სასაზღვრო პოლიციამ ჯოკოვიჩს 6 იანვარს ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. ის საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ჩოგბურთელმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო. 

ჩოგბურთელის ადვოკატების თანახმად, სასაზღვრო პოლიციამ ვერ უზრუნველყო ჯოკოვიჩისითვის სათანადოდ და დროულად მიეწოდებინა ინფორმაცია ავსტრალიის მთავრობის განზრახვაზე, ჩოგბურთელისთვის ვიზა გაეუქმებინათ. 

ავსტრალიის მთავრობის თანახმად, კორონავირუსის გადატანა არ არის საკმარისი საფუძველი ჯოკოვიჩის ქვეყანაში შეშვებისთვის. 

ინციდენტმა სერბეთის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია. სერბული მხარის თქმით, ჩოგბურთელს უსამართლოდ მოექცნენ.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

კომენტარები