ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა ფოტოებისთვის პუტინისტ ფანებთან ერთად პოზირებდა - VIDEO

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სერჟან ჯოკოვიჩი 27 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ტომი პოლს შორის არ დასწრებია. ამის მიზეზი კი, გავრცელებული ფოტოები და ვიდეოა, სადაც ის ნოვაკ ჯოკოვიჩის პუტინისტ ფანებთან ერთად პოზირებს.

25 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რუსი ჩოგბურთელის, ანდრეი რუბლევის თამაშის შემდეგ სერჟან ჯოკოვიჩი კორტთან ფანებს შეხვდა, რომლებსაც მაისურზე Z სიმბოლო ეხატათ, ხელში რუსეთი დროშა ეჭირათ ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით და პუტინისტურ მესიჯებს სკანდირებდნენ.

გარდა ამისა, 26 იანვარს Youtube-ს ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერმა მომხმარებელმა Aussie Cossack-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისმის, სერჟან ჯოკოვიჩს ნათქვამი - "ხანგრძლივი ცხოვრება რუსეთის მოქალაქეებს".

ვიდეოში კაცს, რომელთან ერთადაც ჩოგბურთელის მამა დგას, მაისურზე ასევე ახატია ე.წ. ბაიკერთა კლუბის ღამის მგლების ლოგო, რომელსაც პუტინის დაჯგუფებადაც მოიხსენებიენ და არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის მგლებს რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.

დღეს სერჟან ჯოკოვიჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც კრიტიკას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებების შემდეგ ყოველთვის იღებს გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს.

ავსტრალიის ღია პირველობაზე აკრძალულია რუსული სიმბოლიკის გამოყენება, თავად რუსი სპორტსმენებიც ტურნირზე თეთრი დროშებით ასპარეზობენ. 25 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩის ფანები კორტზე რუსული სიმბოლიკის გამოყენებისთვის დააკავეს.

კომენტარები