ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ჩვილი ციციშვილის კლინიკაში სხვა საავადმყოფოდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და მას თანმდევი დაავადება - გულის მანკი ჰქონდა.
დღეს, 5 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 436 ახალი შემთხვევა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



