კორონავირუსი საქაერთველოში

COVID 19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 436 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 1 805.  ჩატარდა 40 377 ტესტი.

4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.84%.

გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ქვეყანაში 24 834 აქტიური შემთხვევაა. 1 115 მძიმე პაციენტია, აქედან 264 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 945 609 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 14 041 და გამოჯანმრთელდა 906 708 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები