ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

4 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0883 ლარია, ევროსი კი – 3.4913 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0887 ლარი იყო.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოსთვის 3.4913 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5072 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ 1.59 თეთრით გამყარდა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც და ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2306 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტა, ასევე, გამყარდა ფუნტის მიმართაც, რომლის გაცვლითი კურსი 4.1726 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 5 იანვრიდან შევა.

კომენტარები