კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 100 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.41%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 802 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 251 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.41%-ია, ბოლო 14 დღის – 5.50% ხოლო 7 დღის – 5.28%.

ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა – 188, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 115, გურია – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 132, კახეთი – 138, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600, საიდანაც 4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 934 741 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 800 და გამოჯანმრთელდა 895 315 მოქალაქე.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცათ.

კომენტარები