ტაივანი

ჩინეთი: თუ ტაივანი წითელ ხაზებს გადაკვეთს, რადიკალურ ზომებს მივმართავთ

ჩინელი სამხედროები

ჩინეთი, რომელმაც ბოლო წელს ტაივანზე ზეწოლა გაზარდა, კუნძულოვან სახელმწიფოს რადიკალური ზომებით ემუქრება

"თუ დამოუკიდებლობის მოსურნე ტაივანის სეპარატისტული ძალები მოაწყობენ პროვოკაციებს, გამოიყენებენ ძალას ან გადაკვეთენ რომელიმე წითელ ხაზს, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ რადიკალურ ზომებს", – თქვა მა სიაოკუანგმა, ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერმა. 

მას თქმით, მომდევნო თვეებში, შესაძლოა, გაიზარდოს "დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ძალების პროვოკაციები" და "გარე ძალების ჩარევა". 

"მომავალ წელს ტაივანის სრუტის ვითარება უფრო რთული და მძიმე გახდება", –  ამბობს მა. 

ამ წელს ჩინეთმა ტაივანზე ზეწოლა განსაკუთრებით გაზარდა.

ტაივანი ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ამერიკა კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები