სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია კანონპროექტზე: შტურმია სამსახურზე, რომელიც გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შეფასებით, რომ ქართული ოცნების დაინიცირებული კანონპროექტი სამელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შტურმია სამსახურზე, რომელიც "თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის არ უთანხმებდა". 

"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არ უთანხმებდა არავის. ეს არის შურისძიება. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელწმიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. 

გარდა იმისა, რომ არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა ჩვენთან, აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი ჩვენთვის არავის არ გამოუგზავნია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად". - ამბობს ლონდა თოლორაია.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები