გირჩი - მეტი თავისუფლება

დედოფლისწყაროში გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს თავს დაესხნენ

25 დეკემბერს დედოფლისწყაროში გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ტაბულას პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, რობიტაშვილს საკუთარ ავტოფარეხთან თავს 4 ნიღბიანი ადამიანი მას შემდეგ დაესხა, რაც თბილისიდან, პარტიის ყრილობიდან დაბრუნდა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დაშინების მცდელობა იყო. მათივე ცნობით, ფიზიკურად ძალადობის შედეგად რობიტაშვილს ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები