რუსეთი

რუს მოძღვარს, რომელმაც 72 ბავშვი იშვილა, ბავშვების გაუპატიურებისთვის 21 წელი მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ყოფილ მოძღვარს, ნიკოლაი სტრემსკის, რომელმაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული 72 ბავშვი აღზარდა, ბავშვებზე ძალადობისთვის და სასტიკი მოპრყობისთვის 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკოლაი სტრემსკის 11 ბავშვზე სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 8 მუხლით, მათ შორისაა გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალადობა და იძულება, გარყვნილი ქმედება, ბავშვების აღზრდის ვალდებულების არასათანადო შესრულება, ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა. ის, ასევე, სისტემატურად ასმევდა ბავშვებს ალკოჰოლს.

მოძღვარი ცნობილი იყო, როგორც რუსეთში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი და მიღებული ჰქონდა ეროვნული ჯილდო დიდებული მშობლობისთვის. 

1990-იანი წლებიდან ქალაქ სტარაკტაშის აბატი, სტრემსკი და მისი ცოლი ბავშვთა სახლს ხელმძღვანელობდნენ. მათ 70-ზე მეტი ბავშვი იშვილეს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ზრდასრულია.

სასამართლომ მოძღვარს 21 წლიან სასჯელთან ერთად, 20 წლით ბავშვებთან მუშაობა აუკრძალა და ეროვნული მშობლის საპატიო წოდებაც ჩამოართვა.

კომენტარები