კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 090 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.3%-ია

კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 640 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 768 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.3%, ბოლო 14 დღის – 6.12%, ბოლო 7 დღის – 5.41%.

ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 115, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი –131, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216-ია, საიდანაც  5 157 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 276 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 მოქალაქე. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები