კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო

დაემატა ომიკრონის შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. სულ დადასტურებულია 29 შემთხვევა, მაგრამ ალბათ გაცილებით მეტია, რამეთუ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება დაშვებული იქნას, რომ იყოს ომიკრონი. შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი. ფაქტობრივად, ომიკრონმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ქვეყანაში ომიკრონის შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა.

კომენტარები