ჯო ბაიდენი

ბაიდენი: თუ ჯანმრთელად ვიქნები, პრეზიდენტობისთვის ხელახლა ვიყრი კენჭს 

მე ბედისწერის დიდი პატივისმცემელი ვარ, ის ბევრჯერ ჩარეულა ჩემს ცხოვრებაში. 

თუ ისე ჯანმრთელად ვიქნები, როგორც ახლა ვარ, მაშინ პრეზიდენტობისთვის ხელახლა ვიყრი კენჭს. 

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში თუ ისევ დონალდ ტრამპი იქნება ნომინირებული, ეს გაზრდის არჩევნებში ჩემი მონაწილეობის პერსპექტივას. 

ასე უპასუხა ABC News-ის ჟურნალისტის, დევიდ მიურის შეკითხვას – აპირებდა თუ არა ის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას, აშშ-ს 79 წლის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

კომენტარები