მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველ წელს გველოდება ეს გამოწვევა. ყოველწლიურად გველოდება გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სურს კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს, მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ. ანუ საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის არის დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის. დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია, თუ რა არის, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, მას, სამწუხაროდ, ყოველწლიურად ექნება ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მსვლელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება.
5 ივლისის ძალადობა
კობახიძე 5 ივლისზე: სამწუხაროდ, სახელმწიფოს ყოველწლიურად ექნება ეს პრობლემა და გამოწვევა
tbl.ge/5syo
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში 5 ივლისს LGBTQ+ თემისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაღირსების მარშითბილისი პრაიდიპრაიდის კვირეულიძალადობრივი ჯგუფებიორკები5 ივლისის ძალადობა
ამავე თემაზე
- სტრასბურგმა 5 ივლისის საქმეზე 16 ჟურნალისტის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო – საია
- მედიაკოალიცია სააპელაციოზე: საგანგაშო და დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
- პროკურატურა პუტინისტებზე: სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ
- ბოკერია პუტინისტებზე: ხელშეუხებელნი არიან, რეჟიმი მათზე დაყრდნობით ინარჩუნებს ძალაუფლებას
- სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი შეუმცირა