კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

AA

რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, იანვარში Covid-19-ით 37 107 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან, ჯამურად კი – 200 432.

2020 წლის აპრილიდან მოყოლებული, იმ შემთხვევების რიცხვი, რომელშიც გარდაცვალების უშუალო მიზეზად კორონავირუსი სახელდება, 131 000-ს აჭარბებს, ხოლო იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაცვლილს, სხვა პრობლემებთან ერთად, ვირუსის დიაგნოზიც ჰქონდა დასმული – 200 432-ს უტოლდება. 

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალებების პიკი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა ეპიდემიას 45 331 ადამიანი შეეწირა. აპრილიდან იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში 3 868 087 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 5.18% ლეტალურად დამთავრდა.

2020 წელს რუსეთში გარდაცვალებათა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 18%-ით, ანუ 324 000 ადამიანით გაიზარდა. შემთხვევების ნახევარი კორონავირუსის ინფექციას უკავშირდება. 

 

კომენტარები