ბერლინალე

იზაბელ იუპერი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს მიიღებს

New Europe

ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს, ოქროს დათვს მიიღებს.

დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 15 თებერვალს გაიმართება. საპატიო ჯილდოს მსახიობს ჟიურის თავმჯდომარე, ამერიკელი რეჟისორი, მ. ნაით შიამალანი გადასცემს. პარალელურად ფესტივალზე იუპერის ბოლო ფილმის, About Joan-ის ჩვენება გაიმართება.

"იზაბელ იუპერი მსახიობზე მეტია, ის უკომპრომისო ხელოვანია, რომელიც უყოყმანოდ თანხმდება რისკებს და მეინსტრიმის ტრენდებს უგუვებელყოფს". – წერია კინოფესტივალის ხელმძღვანელთა განცხადებაში.

იზაბელ იუპერი ფრანგი მსახიობია, რომელმაც პირველი როლი 1972 წელს შეასრულა. ნამუშევარი აქვს ისეთ მსოფლიო დონის რეჟისორებთან, როგორებიც ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ შაბროლი, მიხაილ ჰანეკე, ფრანსუა ოზონი და პოლ ვერჰუვენი არიან. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ჯილდო, ოქროს გლობუსი და ორი სეზარი. 2017 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმისთვის ის.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2022 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები