ნამახვანჰესი

თურნავა: თუ ENKA არ დარჩება, შესაძლოა, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს

თუ კომპანია ENKA არ დარჩება, შესაძლოა, ნამახვანჰესის პროექტი მომავალში თავად სახელმწიფომ განახორციელოს. იმ კითხვების გათვალისწინებით, რაც პროექტის ირგვლივ ჩნდება, ეს ურიგო არ იქნება.

შესაძლოა, სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორი მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, ამ პრობლემამ ძალიან ბევრი გვასწავლა. დავინახეთ, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს მთავრობის მხრიდან განსხვავებული მიდგომა და მეტი მუშაობა სჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანჰესი აშენდება და ეს მოხდება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით.

თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ნამახვანჰესის მშენებლობა შეაჩერა. კომპანია ამჟამად საერთაშორისო სააბირტრაჟო დავის დაწყებისთვის ემზადება.

კომენტარები