პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ზურაბიშვილის მოწვევაზე: რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი არ გვაქვს

ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე, მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. სრულიად საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯებს დგამს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს - ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ამიტომ, არანაირი სურვილი არ გვაქვს თუ ეს არის სიმულაცია, რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით, ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას. პრინციპულად არ ვეწინააღმდეგებით, ოღონდ სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგი ვართ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 

კომენტარები