ავსტრალია

ფრინველების ხმების ალბომმა ავსტრალიურ ჩარტებში ABBA-ს და მერაია ქერის გადაასწრო

Feed Lily

ავსტრალიის მუსიკალურ ჩარტებში ალბომმა Songs of Disappearance, რომელიც ფრინველების ხმებისა და ჭიკჭიკის ჩანაწერს წარმოადგენს, საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა და უკან მოიტოვა ისეთი არტისტები როგორებიც მერაია ქერი, ABBA, The Weeknd და მაიკლ ბუბლე არიან.

ალბომში ავსტრალიაში ბინადარი 53 ფრინველის ხმა ჟღერს, რომლებიც გადაშენების პირას არიან. ჩანაწერები დევიდ სტიუარტს ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა და ფრინველების ხმებს იწერდა. 

"წარმოუდგენელია რომ ჩემმა ალბომმა უდიდეს ვარსკვლავებს, მათ შორის მერაია ქერის და მაიკლ ბუბლეს აჯობა. როგორც მივხვდი ავსტრალიელებს ძალიან აწუხებთ არასტაბილური ეკოლოგიური მდგომარეობა. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ბუნების შესახებ ამ გზით საუბარი". – ამბობს სტიუარტი.

ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაციებს მოხმარდება, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი ავსტრალიის ფრინველების გადარჩენას ემსახურებიან.

 

კომენტარები