TBC ბანკის საქმე

დეკანოიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესზე: ივანიშვილის შურისძიებაა, დადებითი მოლოდინი არ მაქვს

პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ჩვენ გვაქვს ყველაზე საშიში მოცემულობა. წარმოიდგინეთ პოლიტიკური ლიდერები, მედია მენეჯერები, ყველას წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, რეალურად, ასეთი მოცემულობა ქვეყანაში არის ძალიან დიდი დაბრკოლება ევროატლანტიკური მიმართულებით და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, არ მინდა რაღაც მოლოდინებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთადერთი, რაც რაზეც შემიძლია ვისაუბრო არის ის, რომ ასეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება გამოიყენება როგორც იარაღი, რა თქმა უნდა, არავითარ დადებით ტენდენციებზე არ შეიძლება საუბარი. 

ვიცი ეს საქმე კარგად, დარწმუნებული ვარ, არავითარი ფულის გათეთრება არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი პირადი შურისძიება მამუკაზე და ბადრიზე და რეალურად ეს არის TV პირველის სარედაქციო პოლიტიკის გამო, მათ შორის ავთო წერეთელზე. ამიტომ, არავითარი ამას სხვა სარჩული არ აქვს. 

ამბობს ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე TV პირველის ეთერში. დღეს, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის დასკვნითი პროცესი გაიმართება. 

კომენტარები